17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვთ - ცესკო მიხეილ სააკაშვილზე

აქვს თუ არა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება, ამაზე ცესკოში განმარტება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა ოფიციალურად ეკრძალება. 

"კანონმდებლობით განსაზღვრულია ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთონ. სხვა პირებთან ერთად, კანონით განსაზღვრული უფლებები აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. შესაბამისად, მათ არ აქვთ უფლება ჩაერთონ წინასაარჩევნო კამპანიაში. ჯერჯერობით მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა," - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე.

მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად წამოაყენა, მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს მხარდაჭერა ოპოზიციის ნაწილში, მმართველი გუნდი კი სააკაშვილის ადგილს ციხეში ხედავს.

დღის ამბები