17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ის, რომ ისრები ჩვენ უმცროს მეგობრებს მიმართული აქვთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასდროს უთქვამს, რომ უარს აცხადებს კოალიციურ შეთანხმებაზე.

როგორ "დღის კურიერში" სტუმრობისას დეკანოიძე ამბობს, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, რომელი პარტია რამდენი პროცენტით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.

"მე ძალიან გავურბივარ და არ მინდა, რაღაცნაირად, შევიდე კინკლაობაში, ოპოზიციურ დაპირისპირებაში, მაგრამ პარტიებს, რომლებსაც ამომრჩევლისთვის არ აქვთ სათქმელი არაფერი, გარდა იმისა, რომ განსხვავებები დაანახონ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მე მხედველობაში მაქვს ის ბუკლეტები, რომელიც დაიბეჭდა ჩვენი უმცროსი მეგობრების მიერ და ერთ-ერთი პარტიის მიერ დარიგდა, ეს არის ცოტა უფრო არეული კონტექსტი, იმიტომ რომ "ნაციონალურ მოძრაობას", მიხეილ სააკაშვილს არასდროს არ უთქვამს, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ რაიმე სახის კოალიციურ შეთანხმებაზე, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ რაიმე სახის შეთანხმებაზე. სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ იმ მატრიცას, რომელზეც შევჯერდებით სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ყველას ერთმანეთი უნდა მოგვწონდეს, არა, მაგრამ აქვს უნდა პატივი ვცეთ ამომრჩეველს. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება თითოეული პარტიის ლიდერისა და წარმომადგენლობის ხარისხი და წილი საპარლამენტო ორგანოში," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძე თამარ ჩერგოლეიშვილის საკმაოდ ხმაურიანი გაცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს "რუსთავი 2-ის" მიერ ჩატარებული კვლევებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ნახევარიც კი არ უჭერდა მხარს სააკაშვილის პრემიერობას, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" მალავდა, რათა ამას არ დაესუსტებინა სააკაშვილის პოზიციები.

დეკანოიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ჟურნალისტების განცხადებებზე შეფასებებს არ გააკეთებს. 

"თქვენ რომ დაგესვათ კითხვა, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა ეს განცხადება, მე გავაკეთებდი კომენტარს. მე ცალკეულ ჟურნალისტებზე და კერძო პირებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ. არ მაინტერესებს თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებები. არ მაინტერესებს კონკრეტული ჟურნალისტების განცხადებები. მე შემიძლია იმ ადამიანების განცხადებაზე გავაკეთო კომენტარი, ვინც არინ ჩვენ პარტნიორ პარტიებში, არაპარტნიორ პარტიებში. ის რომ მთელი ისრები ჩვენ უმცროს მეგობრებს მიმართული აქვთ მთავარი ოპოზიციური ძალის მიმართ და მთავარი ლიდერის მიმართ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არის რბილად რომ ვთქვათ უხერხული იმ სიტუაციაში, როდესაც მთავარი მტერი გვყავს ბიძინა ივანიშვილი. მენდეთ, ადამიანებს შიდა დაპირისპირებები, ბუღალტერია, ნომენკლატურა  ნაკლებად აინტერესებთ," - აღნიშნა დეკანოიძემ

დღის ამბები