17 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
სააკაშვილის მორიგი ბოდიში და ახალი დაპირება - ექსპრეზიდენტი შეცდომების გამოსწორების შანსს ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვაში, სადაც კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და ქვეყნის განვითარების მისეული გეგმები წარადგინა, დაბრუნების კონკრეტულ თარიღზე არ უსაუბრია. 

უპასუხოდ დატოვებულ მოლოდინზე პასუხის გაცემა დღეს მის თანაგუნდელებს მოუხდათ, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩამოსვლის სავარაუდო თარიღი ნოემბერია. 

თითქმის მთლიანი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მუდმივი დაპირება შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილია. ისინი ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებას გამორიცხავენ და მასთან არც მომავალში აპირებენ თანამშრომლობას.

უმრავლესობა სააკაშვილის მიმართვას ამომრჩევლის მოტყუებად აფასებს და ამბობს, რომ ის არა პრემიერობის კანდიდატი, არამედ დამნაშავეა.

ექსპრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატად გუშინ ოფიციალურად "ნაციონალურმა მოძრაობამ"წარადგინა,  თუმცა, მას მხარს მხოლოდ მისი პარტია და გაერთიანება ”ძალა ერთობაშიას” წევრები უჭერენ. 

დღის ამბები