17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ჭეშმარიტება დადგება, რადგან საქართველო რუსეთის წინაშე მართალია - წულუკიანი ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის გამოძიებაზე

იუსტიციის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჰააგის სასამართლოში  2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს. თეა წულუკიანმა ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა შანსები აქვს საქართველოს ჰააგაში.

"იქ მოგება- წაგება არ არის, საქართველოზე ჰააგაში მიმდინარე გამოძიებაში დადგება ჭეშმარიტება, რა მნიშვნელობა აქვს რეალურად ვინ იყო ხელისუფლებაში, ან ვინაა, ქართველი ხალხი და საქართველოა მართალი რუსეთის წინაშე, შესაბამისად, იმდენად მყარი მტკიცებულებებია, სანთლით ვაგროვებდით მტკიცებულებებს, იმიტომ რომ პრემიერობის კანდიდატმა სააკაშვილმა მტკიცებულებებიც კი არ დატოვა იმ საქმეში, რომელშიც საქართველო იყო მართალი.

სტრასბურგის სასამართლოში კიდევ უფრო ადრე მოვუგებთ, ჰააგის პროცესი უფრო გრძელვადიანია, როდესაც მართალი ხარ ვერავითარი ორდერი ვერ გაიცემა, რაც შეეხება სააკაშვილს, მას რეალურად საკუთარი თავი აღელვებს, ეს ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემზე და თქვენზე კარგად იციან. ეს არის მთავარსარდალი რომელმაც ისინი მიატოვა ბრძოლის ველზე. ცოცხლები და გარდაცვლილები. მას საკუთარი თავის გარდა მაშინაც არავინ აღელვებდა და ახლაც არავინ აღელვებდა და რაღაც ექსპერტიზის დასკვნებს უგზავნიდა ფატუ ბენსუდას ფოსტით,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები