იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არ იცის როგორ გადაკვეთა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი.
მისი თქმით, მისი უწყება ამ სისტემას არ მართავს, პირადად კი, ამ საკითხით არ დაინტერესებულა.
"მე არ მგონია, რომ ის მივიდა და ქართულ ძალებს ჰკითხა, გაევლო თუ არა, მაგრამ არის მუდმივი მცდელობა, რომ ეს ატმოსფერო წინასაარჩევნოდ უფრო დაიძაბოს. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, არ გავაკეთებდი იმას, რაც მან გააკეთა. ეს არის ჩემი პოზიცია.
არ დავინტერესებულვარ როგორ გაიარა. ადმინისტრაციულ საზღვარს ჩემი სისტემა არ მართავს. რომ მართავდეს, სამარცხვინო იქნებოდა პასუხი, რომ არ ვიცი,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.