სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაცნობითი ხასიათის ვიზიტით საქართველოში აშშ-ის ელჩი ეწვია. კელი დეგნანს გენერალურმა აუდიტორმა უწყების მიღწევები, სიახლეები, ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის საკითხები გააცნო. საუბარი შეეხო აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან თანამშრომლობის პროექტზე, რომელიც USAID-ის ხელშეწყობით დაიგეგმა.
პროექტი ეფექტიანობის აუდიტის მიგნებებისა და გაცემული რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასებას, ასევე პროფესიული დახელოვნების მიმართულებებს მოიცავს.