სამართალდამცავ სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები იქნება განხილვის თემა დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებთან გამართავენ. განხილული იქნება განსახორციელებელი ცვლილებები როგორც პროკურატურის ასევე სამართალდამცავ სისტემებში. საუბარი შეეხება პრობლემების მოგვარების გზებსაც.
"ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები არის გასატარებელი, როგორც პროკურატურის, ასევე საპოლიციო სისტემაში და უსაფრთხოების სამსახურში და ზოგადად როგორი უნდა იყოს ქვეყანაში საგამოძიებო სისტემა. ასევე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიებისგან მოვისმენთ მათ ხედვებს და გეგმებს, კონკრეტულად ამ მიმართულებებზე, თუ რას აპირებენ იმ შემთხვევაში თუ მათ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა ექნებათ," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.