"ევროპული საქართველოს" შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე საქართველოში მასწავლებლების ტესტირების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სერგი კაპანაძემ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს მოთხოვნით მიმართა, რომ ჩაუტარდეთ მასწავლებლებს კორონავირუსზე ტესტირება, რადგან არ მოხდეს ვირუსის სწრაფი გავრცელება.
"იმის გათვალისწინებით, რომ 15 სექტემბერს ოფიციალურად იწყება სწავლა სკოლებში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ მოხდეს ტესტირება საქართველოში მასწავლებლების, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს და გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ზაფხული დამთავრდა და მნიშვნელოვანია რომ სურათი იყოს იმასთან დაკავშირებით, მასწავლებლები არიან თუ არა ინფიცირებულები," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.