"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პენსიონერებს შეხვდა, სადაც პენსიონერებისთვის მაღალპროცენტიან საბანკო ვალდებულებებზე, მოქალაქეების დაკარგულ ქონებაზე და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე ესაუბრა. სერგო ჩიხლაძემ მოქალაქეებს პარტიის სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები გააცნო.
"არიან დაინტერესებული მოქალაქეები, ამომრჩევლები, რომლებსაც სურთ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრა, ჩვენი გეგმების მოსმენა, ძირითადად იმ მიმართულებით, რაც ეხება პენსიებს, ვალების თემას, პროცენტის განახევრებას, მედიკამენტების ფასებს და ასეთ ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკას," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.