17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის დამატებითი შეღავათები უნდა დაწესდეს - "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ინიციატივა

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა, მათი პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ჯამბულ ნაჭყებიას ინიციატივა წარმოადგინა, რომლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, კანონის დონეზე დაუწესდება იგივე შეღავათები, რასაც საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას მომდევნო კვირას დაარეგისტრირებენ. 

"შეღავათები, რომლის სურვილიც გვაქვს, რომ გავრცელდეს ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე სოფლებში, მოიცავს 20%-იან დანამატს პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ასევე, მოიცავს პედაგოგებისა და ექიმებისთვის სახელფასო დანამატებს. საუბარია ელექტროენერგიის შეღავათებისა და ზამთარში გათბობის თანადაფინანსების მიდგომებზე,"- აღნიშნავს პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალური მდივანი მარიამ ჯაში. 

ზუგდიდის მაჟორიტარობის დეპუტატის ჯამბულ ნაჭყებიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს დამატებითი შეღავათები 500 კმ-ს რადიუსში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის.

დღის ამბები