"უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მე-7 რაუნდის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრს უენდი მორტონს დისტანციურად ონლაინ რეჟიმში შეხვდა.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტულობას და ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას.
"უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" არის ბრიტანეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ფორმატი. შეხვედრა, რომელიც იყო ყოვლისმომცველი და რომელმაც მოიცვა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის დღისწესრიგში არსებული ყველა მიმართულება, როგორიცაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ასევე პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა, ხალხთა შორის ურთიერთობა მიანიშნებს, რომ ჩვენ თანმიმდევრულად თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ ბრიტანეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.