ვინ იქნება "ქართული ოცნების" სასტარტო შემადგენლობაში, ხვალ გაირკვა. "კურიერის" ინფორმაციით, პირველი ოცეულში, სავარაუდოდ, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ორი მინისტრი იქნება.
სიას სათავეში გიორგი გახარია ჩაუდგება და მასვე დაასახელებენ პრემიერობის კანდიდატადაც. მისივე კაბინეტის წევრი თეა წულუკიანი კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე ნომრად იქნება. მეორე და მესამე ადგილებს პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები -არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე გადაინაწილებენ. სიის ათეულში, სავარაუდოდ, ვიხილავთ თალაკვაძის მოადგილეებსა და უმრავლესობის ლიდერს.
"ქართული ოცნების" სიის ოცეულში 5 ქალი იქნება. "კურიერის" ინფორმაციით, აქედან ოთხი ახალი სახეა.
"კურიერის" ინფორმაციით, პროპორციულ სიაში ვეღარ მოხვდება ე.წ. მეამბოხე დეპუტატების დიდი ნაწილი. მეათე მოწვევის პარლამენტში, სავარაუდოდ, აღარ დაიკავებენ სავარძლებს: ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გუგული მაღრაძე, ფატი ხალვაში.
საპარლამენტო სავარძლები მმართველი გუნდიდან, შესაძლოა, ვეღარ დაიკავონ რომან კაკულიამ და ოთარ დანელიამ.
120 კაციანი პროპორციული სიის დანარჩენ წევრებს "ქართული ოცნების" ლიდერები საზოგადოებას უკვე თვის ბოლოს წარუდგენენ.