დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება - დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვენდი მორტონმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა.
დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას მოხმარდება.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია მიუღებელია," - წერს ვენდი მორტონი.
ბრიტანელ მინისტრს ტვიტერზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.