"რუსთავი 2-ის" დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე - როგორ აფასებენ მოქალაქეები სხვადასხვა სამსახურისა და ინსტიტუტის საქმიანობას - ჯარს დადებითად აფასებს 84%, უარყოფითად კი - 6%. ეკლესიას 83 %-იანი ნდობა აქვს.
ადგილობრივი თვითმართველობას დადებითად - 63 % აფასებს, უარყოფითად - 28 %,
არ ვიცი/უარი პასუხზე - 9%.
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა, 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, 1 200 ადამიანი გამოკითხა.
კითხვა დაისვა რომელ პარტიას მისცემთ ხმას და ამავე პასუხის დასაზუსტებლად კვლევის ავტორები გამოკითხულებს ჩაეკითხნენ, რამდენად დარწმუნებულები არიან, რომ პოზიციას არ შეიცვლიან.
დაანგარიშდა პროცენტული მაჩვენებელიც, გამოკითხულთაგან რამდენი ადამიანი აპირებდა საარჩევნო პროცესში მონაწილეობას.