17 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ყველანაირ ვირეშმაკობას კადრულობს "ქართული ოცნება", რომ პარტია "მოქალაქეებს" სრულფასოვანი კამპანიის წარმართვაში ხელი შეგვიშალოს - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა ივანე ნორაქიძემ ცესკოსთან ბრიფინგი გამართეს. ისინი პარტიისთვის შექმნილი წინასაარჩევნო შეფერხებების თაობაზე საუბრობენ. 

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ცესკოს საარჩევნო ნომრის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა ერთი თვის განმავლობაში მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ალეკო ელისაშვილის თქმითვე, მათ ხელი ეშლებათ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმართვაში და ეს ყველაფერი პარტიას სხვა პარტიებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

"თვეზე მეტია მივმართეთ ცესკოს, რომ მოგვანიჭონ ნომერი, როგორც ახალ რეგისტრირებულ და ახალ დაფუძნებულ პარტიას და ერთი თვეა, პასუხი არ გაგვცეს არაფერზე. ეს იმას ადასტურებს, რომ ყველანაირ ვირეშმაკობას, მამაძაღლობას და წვრილმანსაც კი კადრულობს "ქართული ოცნება", რომ ოპოზიციურ პარტიებს ამ შემთხვევაში, პარტია "მოქალაქეებს" სრულფასოვანი კამპანიის წარმართვაში შეგვიშალოს ხელი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.  

დღის ამბები