პარტია "ლელო" "ქართულ ოცნებას" და სამეგრელოში ადგილობრივ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერები გუშინდელი დაპირისპირების პროვოცირებაში სწორედ სახელისუფლებო ძალას ადანაშაულებენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდები "ქართული ოცნების" წევრების დაკვეთას ასრულებდნენ.
"ეს ადამიანები არიან აიპის თანამშრომლები, ისინი ძალიან უხეშად შემოვარდნენ ჩვენს ლოკაციაზე. ესენი არიან: მადონა მაქაცარია - ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან, როლანდ მაქაცარია - სპორტის აიპის ხელმძღვანელი, ჯაბა შენგელია - კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ვახო ზარანდია - "ოცნების" მხარდამჭერი, ასევე დასუფთავების სამსახურის თანაშრომლები. არცერთ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ბრალდებებს უარყოფენ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში.