17 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
Survation-ის კვლევა მაქსიმალურად მიახლოებულია იმ მონაცემებთან, რაც რეალობაშია და ყველა ოპოზიციურ პარტიას მაგიდაზე უდევს - მამუკა მდინარაძე

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ავტორიტეტულ ბრიტანული კომპანიის Survation-ის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულს უწოდებს.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის რეიტინგი 60%-მდეა.

"მაქსიმალურად მიახლოებულია იმ მონაცემებთან, რაც არის რეალობაში და, რაც ჩვენც და ყველა ოპოზიციურ პარტიას მაგიდაზე უდევს. ცოტა კიდევ უფრო მეტია "ქართული ოცნების" რეიტინგი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვლევაში, რატომღაც "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტური, ქვედა მონაცემია მითითებული. რეალობას თუ შევხედავთ და შევადარებთ, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით, როდესაც თქვენი კვლევა ვნახე, მათთვის არის ძალიან ოპტიმისტურად, ანუ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმზე არის ეს მონაცემები გასული. რეალობა ცოტა სხვანაირია, ოდნავ განსხვავებულია, "ქართულ ოცნებას" 60%-მდე რეიტინგი და ეს სხვათა შორის, ოპოზიციური პარტიის კვლევებშიც არის," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Survation არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბრიტანული კომპანია. 10 წლიანი გამოცდილების ფარგლებში ის ცნობილია როგორც ერთ-ერთ ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის ბაზარზე. მას გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები ყველაზე ზუსტი პროგნოზი.
აჩვენა ერთ ერთი ყველაზე ზუსტი მონაცემები იტალიის 2014 წლის არჩევნებზე. ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები. 2019 წელს ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი სურათი აჩვენა თანამშრომლობს ბიბისისთან და გარდიანთან. არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.

დღის ამბები