"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ადენაუერის ფონდის ორგანიზებით საირმეში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძემ ახალგაზრდებს პარტიის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მძიმე ვითარებიდან გამოსვლის გზებს.
"ჩვენ ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან მალე პასუხისმგებლობას აიღებენ პარტიაზეც და საქართველოზეც, ამ ბავშვებმა გაიარონ ეს სემინარი, ერთმანეთს დაელაპარაკონ, რეალისტურად შეაფასონ ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, გაიაზრონ ის მესიჯები, რომელიც აქვს პარტიას, არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ სფეროში და მოემზადონ იმ ძალიან მძიმე კამპანიისთვის, რომელიც ჩვენ გვექნება დღეიდან დაწყებული 31 ოქტომბრამდე," - აცხადებს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე.