17 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" შესაძლოა 2 000 ლარით დაჯარიმდეს - ცესკომ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. დოკუმენტი 2 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

საარჩევნო კომისიის ცნობით, ოქმის თანახმად "საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისაკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას."

კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულია ჯარიმა, თუმცა დაჯარიმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

"პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებით, ჯერ კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით მომართვამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა. ამ ეტაპზე, არის დარღვეული წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოების წესები, კონკრეტულად კი საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი და, შესაბამისად, განისაზღვრა სანქცია. სამართალდარღვევათა ოქმი გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში და შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის დაჯარიმება - არ დაჯარიმების შესახებ მიირებს შესაბამისი მოსამართლე," - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები