ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით, თურნავამ ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული მუშაკები დააჯილდოვა.
"ბოლო 7 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 1150 მეგავატი სიმძლავრე, რაც დაახლოებით 50-ჯერ მეტია, ვიდრე წინა პერიოდში ექსპლუატაციაში შესული გენერაციის სიმძლავრეები. ეს ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარღვევაა და ენერგო დამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
ენერგეტიკოსის დღე ქვეყანაში უკვე წლებია აღინიშნება.