კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დაბა კაზრეთში მცხოვრებმა ათეულობით ადამიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. როგორც ისინი აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კახა ოქრიაშვილის ალიანსი მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
"ნაციონალურ მოძრაობასთან მემორანდუმი გააფორმა და მათ ქოლგის ქვეშ მოინდომა დადგომა, ამან აბსოლუტურად შეცვალა ჩვენი ხედვები,"- აცხადებს დაბა კაზრეთის მკვიდრი ჯონი რთველაძე.