ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა მოამზადა. რესპონდენტები გამოიკითხნენ 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით. კვლევა 1 200 გამოკითხულს მოიცავს.
მონაცემების შეგროვების და კვლევის მეთოდია: პირისპირ ინტერვიუები რესპონდენტების სახლებში, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სქესისა და საარჩევნო ასაკის მქონე ადამიანებში ჩატარდა. კვლევის ცდომილება ავტორების თქმით 2%- დან 3 %-მდე მერყეობს.
Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და ითვლის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამომრჩევლის პასუხებს.
Survation არის პოლინგის ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან. 10 წლიანი გამოცდილებით, ის ცნობილია როგორც ერთ-ერთ ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის ბაზარზე.
მას გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში:
გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები ყველაზე ზუსტი პროგნოზი, აჩვენა ერთ ერთი ყველაზე ზუსტი მონაცემები იტალიის 2014 წლის არჩევნებზე, ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები, 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი სურათი აჩვენა. თანამშრომლობს ისეთ წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის ბიბისი და გარდიანი არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.
კვლევის მიხედვით 68,9 % თითქმის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 12,5 % ფიქრობს, რომ ალბათ მიიიღებს მონაწილეობას, გამოკითხულთაგან არჩევნებში მონაწილეობას არ აპირეს 6,2 %. არ ვიცი/უარი პასუხზე - 0,4 %-მა დააფიქსირა.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს -კვლევის მიხედვით, 55,7 % ხმას მისცემს "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" 16,2 % იანი მხარდაჭერა აქვს, მესამე ადგილზე რეიტინგის მიხედვით არის გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" 6 %-ით, მას მოჰყვება "ევროპული საქართველო" - 5,6% ით, შემდეგ ლეიბორისტული პარტია - 4,5 %ით.