ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის ფარგლებში, კვლევის ავტორები დაინტერესდნენ თუ რას მიიჩნევენ მოქალაქეები სამ მთავარ დაბრკოლებად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის:
30% პრობლემად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს.
15% ფიქრობს, რომ დარღვევები ხშირად ფიქსირდება ხმის მიცემის პროცესში.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას - როგორც საფრთხეს სამართლიანი არჩევნებისთვის, გამოკითხულთა 13% ხედავს.
იგივე რაოდენობა ასახელებს პრობლემად ძალადობასა და შევიწროებას.
გამოკითხული პირებიდან 14% ფიქრობს, რომ დაბრკოლებები არ არსებობს.
აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.