ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, 67% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა.
ფასების ზრდას/ინფლაციას ამ კითხვის პასუხად ს 33% ასახელებ, მთავარ პრობლემად სიღარიბე მიაჩნია 22%-ს, დაბალი ხელფასები 20%-ს, ხოლო 18% ყველაზე დიდ პრობლემად ლარის გაუფასურებას ასახელებს.
აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.