ოპოზიციაში NDI-ის კვლევის შედეგებს ენდობიან და ამბობენ, რომ შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა საჭიროებები აქვს ქვეყანას და რა მიმართულებით მიდის.
"ადამიანებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, შიმშილი და ლარის კურსის ზრდა. რეგიონის მიხედვით, საქართველოში შიმშილობის ინდექსი ყველაზე მაღალია. ამიტომ, ეს კვლევები გასაკვირი არ არის. სამწუხაროდ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა.
კვლევის შედეგებს "ევროპულ საქართველოშიც" ენდობიან და ამბობენ, რომ იმ ადამიანების პასუხი, რომლებმაც არ იციან თუ ვის დაუჭერენ მხარს, ოპოზიციისთვის არის სიგნალი, რომ სწორედ ამ ტიპის ამომრჩევლებზე იმუშაონ.
"ამ კვლევაში უმნიშვნელოვანესია ის, რომ ადამიანები გაჭირვებაში არიან და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალება, რომ "ქართული ოცნება" დამარცხებისთვის არის განწირული. რაც შეეხება გადაუწყვეტელ ხმებს, ეს ოპოზიცური პარტიებისთვის გამოწვევაა, რადგან ჩვენი პროგრამა ადამიანებთან მივიტანოთ," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.
NDI-ის კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.