17 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
CRRC "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციაა, ის ყოველთვის ცდებოდა 20-25%-ით - მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, CRRC "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციაა და მისივე თქმით, ის 20-25%-ით ყოველთვის ცდება. 

"იცით, რომ CRRC "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციაა, ის ყოველთვის ცდებოდა 20-25%-ით. ეს კი, რის საფუძველს იძლევა, ამაზე ყველამ გააკეთოს დასკვნა. სინამდვილეში, ეს არანაირი კვლევა არ არის, ოთახებში სხედან და იქ წერენ ამ მონაცემებს, თორემ სხვა შემთხვევაში სხვანაირი პასუხები იქნებოდა. ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით პოლიტიკურ რეიტინგებს ბოლოს დებენ ხოლმე, ჯერ კი ნდობას აჩენენ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

შეგახსნებთ, NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.

ამჯერად კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

დღის ამბები