17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
პარტიებს ვურჩევ, ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ, ცესკო შექებას იმსახურებს - კელი დეგნანი

​საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარტიებს ურჩევს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ.

კელი დეგნანი ასევე აცხადებს, რომ დოკუმენტის შემუშავებისთვის ცესკო შექებას იმსახურებს.

"ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ცენტრალური საარჩევნო კომისია შექებას იმსახურებს. ჩემი აზრით, ის ასახავს გარკვეულ ძირეულ პრინციპებს, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად, პარტიებს ვურჩევ, ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ," - განაცხადა კელი დეგნანმა.

ქცევის კოდექსის მიხედვით, პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიას, არ გამოიყენებენ სხვადასხვა მეთოდს დისკრიმინაციისთვის, აღიარებენ კანონის უზენაესობას, დაიცავენ არჩევნებში მონაწილე სუბიექტის და ამომრჩევლების უფლებებს, უარს იტყვიან ცილისწამებაზე, დისკრმინაციულ და ქსენოფობიურ მიდგომებზე.

დოკუმენტი 4 თავს, თითოეული მათგანი კი 10-მდე კონკრეტულ რეკომენდაციას მოიცავს.

დღის ამბები