17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
მთავარი სიმპტომია გემოს და ყნოსვის დაკარგვა - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ტესტის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდინფიცირებულია, საზოგადოებას მოუწოდებს, მინიმალური სიმპტომების შემთხვევაშიც კი ჩაიტარონ PCR ტესტი.

ჟურნალისტი საუბრობს იმ გამოვლინებებზე, რაც თავიდანვე ჰქონდა.

"ჩემი პირველივე სიმპტომი იყო სიცხე, რომელიც ძალიან მალე გაქრა, ორი საათიც რომ მომეცადა, გამივლიდა სიცხე და შესაძლოა, არც გამეკეთებინა ანალიზი, მაგრამ აუცილებლად, ნებისმიერ შემთხვევაში გაიკეთეთ ტესტი. სიცხე მხოლოდ ღამის განმავლობაში მქონდა და სულ ეს იყო. მთავარი სიმპტომია გემოს და ყნოსვის დაკარგვა, რაც ექიმმაც მითხრა.

მინდა ვთქვა, რომ არ არის სირცხვილი კოვიდინფიცირება. შეემოწმეთ აუცილებლად. თითო დაგვიანებული დღე კლინიკაში გატარებულ ერთით მეტ დღეს უდრის.

შესაძლოა, სიცხე არ გქონდეთ, მაგრამ დაკარგოთ გემოს და ყნოსვის შეგრძნება. გექნებათ თუ არა სიცხე, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს,"- აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.

დღის ამბები