17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ცვლილებებს ელიან, არის საკმაოდ მაღალი - სერგი კაპანაძე NDI-ს კვლევაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე "დღის კურიერში" NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმაურება და ნდობას უცხადებს.

სერგი კაპანაძის თქმით, საზოგადოების უმეტესობა მხარს უჭერს ცვლილებებს, რაც კვლევამაც აჩვენა.

ჩვენ ვენდობით ხოლმე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს როგორიცაა NDI, IRI და სხვა. იმიტომ რომ ისინი ზუსტად ასახავენ ხოლმე განწყობებს. ბუნებრივია მნიშვნელოვანი არის ხოლმე გადაუწყვეტელები რა რაოდენობით არიან და მერე სად წავლენ. ამ კვლევას სპეციფიკა აქვს ერთი ის, რომ სატელეფონო კვლევა იყო და როგორც აღმოჩნდა დიდმა ნაწილმა არ გასცა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ კითხვას. თქვენ 59 ბრძანეთ ვინც არ უპასუხა, მაგრამ  თუ დაამატებთ, რომ "არ ვიცი", ჯამში 70 პროცენტამდე ადის. 70 პროცენტი, როდესაც არ სცემს კონკრეტულ პასუხს, ეს ნიშნავს, რომ  აქედან განზოგადება არის შეუძლებელი. მაგრამ თქვენი კითხვა ლეგიტიუმურია - სად მიდის ხოლმე ეს ხალხი, ამისთვის, რომ ეს გავიგოთ, უნდა ვნახოთ სხვა კითხვებზე რა პასუხია გაცემული. ანუ, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ 60 პროცენტზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ან დგას ერთ ადგილზე, ან - ვითარდება არასწორი მიმართულებით. ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ცვლილებებს ელიან, არის საკმაოდ მაღალი.

ასევე თუ ავიღებთ სხვა კითხვებსაც, რომელიც ეხება რა პრობლემები აწუხებთ მათ, ამიტომ იმ დასკვნის გაკეთება, რომ მხოლოდ 16-17% აფიქსირებს მთავრობის მხარდაჭერას და ჩვენ ვიცით, რომ ამგვარ კვლევებში, თუ მთავრობას მხარს უჭერ, ამას ღიად ამბობ. შიშის ფაქტორი არის, როცა ოპოზიციას უჭერს მხარს, მაშინ არ ამბობ ხოლმე. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, რაც იმას მეტყველებს, რომ ცუდად აქვს საქმე "ქართულ ოცნებას". თუ გავაანალიზებთ სხვა კითხვებსაც, ძალიან ნათელია, რომ ხალხში მზადყოფნა ცვლილებებისთვის არის მომწიფებული. დარწმუნებული ვარ, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ ზუსტად," - განაცხადა სერგი კაპანაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას. 

დღის ამბები