"სოციალ-დემოკრატებმა" პროგრამისა და პარტიულ სიის ოცეულის პრეზენტაცია გამართეს. გია ჟორჟოლიანის გუნდში არიან როგორც ახალი, ისე - ძველი სახეები.
პარტიის პროგრამულ პრიორიტეტებში აქცენტები ეკონომიკაზე, ინდუსტრიულ და აგრარულ პოლიტიკაზე კეთდება.
"ორნიშნა ციფრზე ნაკლები არ გვიშველის იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს ცხოვრება. ამიტომ, ორნიშნა რიცხვი უნდა იყოს ის პროცენტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ამის ადამიანური რესურსი არის, ჩვენი უშუალო კონტაქტი ადამიანებთან," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.