პარტიამ "სამართლიანობისთვის“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, სადაც საარჩევნო სიის ათეული და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა.
საარჩევნო სიის ათეული და მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა, ეკა ბესელიამ დაასახელა. დღესვე, პარტიის წევრებმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო ხედვაც გააცნეს.
"ახალი სახეები არიან. ჩემ გარდა, თქვენ ნახავთ ყველას, მათ შორის თავიანთ სფეროში ძალიან წარმატებულ პროფესიონალებს, ექიმებს, ჟურნალისტებს, იურისტებს, ეკონომისტებს და განსაკუთრებული სიამაყით მინდა ძალიან საინტერესო, წარმატებული პროფესიონალები წარვუდგინო მოსახლეობას, რომლისთვისაც ეს ადამიანები თავიანთ სფეროში არიან ავტორიტეტები," - აცხადებს ეკა ბესელია.