17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
რას ფიქრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე, პოლიტიკურ პარტიებზე - NDI კვლევას აქვეყნებს

არჩევნებამდე 46 დღით ადრე "ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" საზოგადოებრივი აზრის მორიგ კვლევას აქვეყნებს. ოპოზიციური პოლიტიკური ძალების უმრავლესობის ყურადღება NDI-ს მონაცემების იმ ნაწილმა მიიქცია, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 59%-ს კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

ამ გამოკითხვის მიხედვით, 64% არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. რესპონდენტების მხოლოდ 27% -მა დაასახელა კონკრეტული პარტია, ვისაც ხმას აძლევს. ამ 27%-დან 17% "ქართულ ოცნების" მხარდამჭერია. 5% კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის".

მმართველი პარტია დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ოპოზიციისთვის კი ახლა სამიზნე სწორედ ე.წ გადაუწყვეტელი ამომრჩეველია.

დღის ამბები