პოლიტიკურ ბრძოლის ველზე პარტიების დიდმა ნაწილმა თავისი ათეულები უკვე განალაგა. ჟურნალისტები, მომღერლები, სხვადასხვა დარგის პროფესორები- ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა თავის ათეულში სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენლებზე შეაჩერა არჩევანი.
"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა პარტია ”სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ ამომრჩეველს ის ადამიანები წარუდგინა, ვისთან ერთადაც ახალ ბრძოლას იწყებს და როგორც თავად ამბობს, ბრძოლას სამართლიანობისთვის.
ბრძოლის ძველი მეთოდებითა და ახალი სახეებით საარჩევნო მარათონში მონაწილეობისთვის ემზადება "პატრიოტთა ალიანსიც". ირმა ინაშვილის პოლიტიკურ გუნდში მომღერალი ცისანა სეფიაშვილიც გამოჩნდა.
2020 წლის საპარლამენტო მარათონში ჩართვას "თავისუფალი დემოკრატებიც" გეგმავენ, განახლებული გუნდით და ახალი პარტიული ვერტიკალით.
"ნაციონალური მოძრაობაში" კი სიის ათეულთან დაკავშირებით ბოლო დეტალები ზუსტდება, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ მათი საპარლამენტო სასტარტო შემადგენლობაში პირველი ნომერი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ათეულში ვიხილავთ, "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებსაც.
"ევროპული საქართველოს" ლიდერებისთვის სიაც ფორმალურია და ათეულიც. ისინი სადეპუტატო მანდატს სწორედ იმ ადამიანებს გადასცემენ, ვინც საკუთარ ოლქში ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს.
"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური განაცხადი რამდენიმე დღის წინ გააკეთა და ფსონი ძირითადად ახალ სახეებზე დადო. სახელისუფლებო პარტიის 2020 წლის ოცეულს სათავეში გიორგი გახარია ჩაუდგა.