17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
700-ზე მეტი ევროპარლამენტარისგან ერთი კრიტიკა არ გამკვირვებია - კახა კუჭავა ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებზე

სახელისუფლებო გუნდში, ბრიუსელში ევროპარლამენტარების გამოსვლებს, საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპელი კოლეგები ხედავენ იმ ნაბიჯებსა და წინსვლას, რომლებსაც ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დგამს.

"ქართული ოცნების" ლიდერები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ შეფასება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი ჰყავს - მცდარია. მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ ოქტომბერში არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარდება.

"700-ზე მეტი ევროპარლამენტარისგან 1 ასეთი კრიტიკა არ გამკვირვებია ერთი ევროპარლამენტარისგან. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კრიტიკული გზავნილებით, თუმცა მე ვიტყოდი, რომ თუნდაც 1 წლის წინ რომ გავიხსენოთ ასეთი გზავნილები უფრო მეტი იყო, თუმცა ჩვენ შევძელით მათთან მუშაობით და იმ გადადგმული ნაბიჯებით, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში განვახორციელეთ, ყველა დაგვერწმუნებინა, რომ ისინი ცდებოდნენ და დარწმუნებული ვარ ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონსაც მალე შევაცვლევინებთ ამ აზრს და მივახვედრებთ, რომ ის ნამდვილად ცდება თავის შეფასებაში, რომელიც ახლა გააკეთა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.

"ჩვენი და თქვენი მხარდაჭერით მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. თანაბარი პირობები და ერთნაირი თამაშის წესები უნდა იყოს გარანტირებული ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

დღის ამბები