17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქართველო ევროპაში და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ - ჰელმუტ გოიკინი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ მომზადებული ანგარიშის შესახებ ევროპარლამენტში დებატები და განხილვა შედგა. ევროპელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ამ მიმართულებით პროგრესი აქვს და ევროპარლამენტი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს აღიარებს. 

"ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, რაც აძლიერებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ უფლებებს. მინდა ყურადღება გავამახვილო ორ საკითხზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს განსაკუთრებულ ძალისხმევას. პირველი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად არის მთავრობის მიერ უზენაესობის განმტკიცება და მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება მეორე ასევე არის მედიათავისუფლება,“ - ამბობს ევროპარლამენტარი, კატი პირი.

ევროპარლამენტარი, ჰელმუტ გოიკინი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს და მას ამის პოტენციალი აქვს. 

"ჩვენ უნდა მივიღოთ საქართველო ევროპულ სახლში. ჩვენ ვიცით რუსეთის სიტუაციის შესახებ, ვიცით რა ხდება უკრაინაში რა ხდება ყირიმში, ასევე ვიცით, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქართველო ევროპაში და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ. საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მას ამის პოტეციალი აქვს,“ - განაცხადა ჰელმუტ გოიკინმა.

 

დღის ამბები