18 მაისი 2024,   09:54
ვრცლად
ფონტიგამ განაცხადა, რომ რურუა არის პოლიტპატიმარი, ამით ყველაფერია ნათქვამი - გია ვოლსკი

მიუხედავად იმისა, რომ ევროდეპუტატების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა ისმის, მმართველი გუნდის წევრები მხოლოდ პოზიტივზე აკეთებენ აქცენტს. ისინი ამბობენ, რომ ევროპელი დეპუტატები რეფორმებს აღიარებენ და ეს არის ნაბიჯები იმისკენ, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ კონკრეტულ ევროდეპუტატებს კონკრეტული პოლიტიკური სიმპათიები გააჩნიათ.

"ფონტიგამ განაცხადა, რომ რურუა არის პოლიტპატიმარი და ამით ყველაფერია ნათქვამი. ნებისმიერი სხვა შეფასება, რასაკვირველია, მის სუბიექტივიზმზე და მის პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს, ვიღაცამ უკარნახა, ეს წარსულში დარჩა, თვითონ ზუსტად იცის რას წარმოადგენს გინდა გიორგი რურუა და გინდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც ჩართული იყო პარლამენტის აღების ოპერაციაში," - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები