18 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
დავით ბაქრაძემ დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატად შალვა ნათელაშვილის შვილი წარადგინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დუშეთში, პარტიის მხარდამჭერებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი "ლეიბორისტული პარტიიდან", ბექა ნათელაშვილი წარუდგინა, რომელსაც "ევროპული საქართველო" მხარს უჭერს.

დავით ბაქრაძის თქმით, ხმები რომ არ გაყოფილიყო და ამით არ ესარგებლა ბიძინა ივანიშვილს, "ევროპულმა საქართველომ" მიიღო გადაწყვეტილება,  მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარი ბექა ნათელაშვილისთვის დაეჭირა.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ყველა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, ხოლო დღეს ქვეყნის მთავარი ინტერესი, მისი შეფასებით, გარდამტეხი ცვლილებებია.

დღის ამბები