17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკა - კვლევის შედეგებს IDFI აქვეყნებს 

სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკა - კვლევის შედეგებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

ორგანიზაციის წევრების თქმით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბოლო წლებში საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება გამარტივებული კონკურსის პირობებში, ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების ბუნდოვანება და მსგავს პოზიციებზე მნიშვნელოვნად განსხვავებული შრომის ანაზღაურების პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნეპოტიზმისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.

შესწავლილი დოკუმენტასიის საფუძველზე ირკვევა, რომ 2020 წლის საწყის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელს 19%ით აღემატება.

 

დღის ამბები