არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება "ერთად არჩევნებისთვის" - წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, შესაბამის რეკომენდაციებზე საუბრობს.
ორგანიზაციის თქმით, საარჩევნო სუბიექტებს აქვთ ვალდებულებაა, დაიცვან წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებისას, რეკლამის შინაარსის მოთხოვნები, ხოლო მაუწყებლებს გააჩნიათ ვალდებულება არ განათავსონ ეთერში დარღვევებით დამზადებული წინასაარჩევნო რეკლამა.
ორგანიზაციამ უკვე მიმართა მარეგულირებელ კომისიას, შეისწავლოს ეთერში გაშვებული ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა და დარღვევების შემთხვევაში, მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები.