პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი თქმით, საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩატარებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
გიორგი კანდელაკმა "რუსთავი2-ის" ეთერში ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებაზე, რომელმაც პარტიებს, და განსაკუთრებით ოპოზიციას მოუწოდა, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა გარანტირებული იყოს მშვიდობიანი არჩევნები- განაცხადა, რომ არჩენებზე პასუხისმგებელი მთავრობაა.
"ეს ქალბატონ კალიურანდს უნდა ჰკითხოთ, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. როგორ ქალბატონმა კალიურანდმა, ასევე დანარჩენმა წევრებმა ევროპარლამენტისა და უბრალოდ საღი აზრია და, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებმა იციან რომ არჩევნების ჩატარებაზე, უსაფრთხოებაზე და საარჩევნო პროცესზე ქვეყანაში პასუხისმგებელია მთავრობა. ეს არის ჩემი შეფასება," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანმა კანდელაკს მოუწოდა კითხვაზე კონკრეტული პასუხი გაეცა, რაზეც კანდელაკმა უპასუხა: -"თქვენ ირჩევთ თქვენ კითხვებს, მე ვირჩევ ჩემს პასუხებს, ხომ ასეა..."
მარინა კალიურანდმა პარტიებს და განსაკუთრებით ოპოზიციას მოუწოდა, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა გარანტირებული იყოს მშვიდობიანი არჩევნები. -"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და განსაკუთრებით ოპოზიციას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა გარანტირებული იყოს მშვიდობიანი არჩევნები".
ევროპელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა და ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარება მათ საქართველოში დამკვირვებლების გაგზავნის საშუალებას მისცემს.