თბილისის წარმატება კორონავირუსთან ბრძოლაში დღეს სტრასბურგშიც აღნიშნეს. ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და რეფორმების პოზიტიურობას უმეტესობა აღიარებს, თუმცა, ევროპარლამენტარებს შორის არიან ისეთებიც, ვინც გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს, რომელსაც ქართული ოპოზიცია პოლიტმატიმრად მოიხსენიებს. ამასთან, ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმისთვის ხმის არ მიცემის გამო კრიტიკა დაიმსახურა. საბოლოო ჯამში, ყველა მათგანი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
სწორედ არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება იქნება გადამწყვეტი 2020 წლის საარჩევნო პროცესის შეფასებისას. ევროპა საქართველოსგან დემოკრატიის უმაღლესი ხარისხის დაცვას ითხოვს.