17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას - სანდრო ბრეგაძე გლდანში კენჭს აღარ იყრის

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გლდანის საარჩევნო ოლქი მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ იქნება. კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება ბრეგაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა. ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ. სიმართლეს ვიტყვი - ამას არ ველოდი. ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში," - წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

გლდანის ოლქში "ქართული ოცნებიდან" ლევან კობიაშვილი იყრის კენჭს, ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატია, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, ასევე გლდანის მაჟორიტარობისთვის იბრძვიან გიგლა მიქაუტაძე -"ლელო საქართველოსთვის", ლაშა გიორგაძე - "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" და მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი".

დღის ამბები