17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
გიგი უგულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა და მათთან ხელშეკრულება დადო. ამით "ევროპულმა საქართველომ" აიღო ვალდებულება სხვადასხვა რეფორმის გატარებაზე.

გიგი უგულავამ შეხვედრა გამართა სოფელ ცაცხვში, ურთაში, ცაიშსა და ჯიხაშკარში.

"ვდებთ ხელშეკრულებას ხალხთან. ეს ხელშეკრულება მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომელიც უნდა გავატაროთ. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში პოლიციის უფროსების ადგილზე არჩევა. დარწმუნებული ვარ, კრიმინალის აღმოფხვრაში, რაც ზუგდიდელებს ასე აწუხებთ, ეს სიახლე მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები