დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთთან მიმართებაში საქართველოც ახსენა. ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ალექსეი ნავალნის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა ერთადერთი შემთხვევა არაა და ამის მაგალითი, მსოფლიომ საქართველოსა და უკრაინაშიც ნახა.
ლაიენმა, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება.
"მათთვის, ვინც რუსეთთან მჭიდრო კავშირის მომხრეა, ვამბობ, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა ქიმიური ნივთიერებით არ არის ერთი შემთხვევა. ეს მაგალითი ჩვენ ვნახეთ საქართველოში და უკრაინაში, სირიასა და სოლსბერში - ასევე, მთელ მსოფლიოში არჩევნების ჩარევაში. ეს მოდელი არ იცვლება და ამას არცერთი მილსადენის საკითხი არ შეცვლის," - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.