არჩევნები საქართველოში პანდემიის ფონზე ჩატარდება. უფრო მეტიც - შესაძლოა, ის კორონავირუსის მეორე ტალღის პიკს დაემთხვეს. ამიტომ, პასუხისმგებლობის დიდი წილი უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზეც ნაწილდება.
ცესკოს ახალი წესები უკვე შემუშავებული აქვს. ყველა პრევენციული ზომა, რაც აქამდე ვიცოდით საარჩევნო უბნებზეც გავრცელდება. უკვე ცნობილია, რომ 31 ოქტომბერს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაკარგავს.