"ევროპული საქართველოს" მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე ხელისუფლებას საერთაშორისო ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს.
კახიძე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და ხელისუფლება არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, დღეს, როდესაც კორონავირუსის სამნიშნა მაჩვენებელია, ხელისუფლება აანონსებს ფრენების აღდგენას, მაშინ, როდესაც ორნიშნა ციფრზე ყველა ფრენა გააუქმა.
ოთარ კახიძის განცხადებით, ტურიზმის სექტორი ხელისუფლების არათანმიმდევრულობამ დააზარალა და მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დატოვა. ის ხელისუფლებას ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს.