17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, ბიზნესასოციაციებს მონიტორინგის გამკაცრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, ბიზნესასოციაციებს მონიტორინგის გამკაცრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაში ინსპექტირების პროცესში ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ინსპექტირების პროცესში, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.

"ვაგრძელებთ შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. მათ ჩვენი მხრიდან მიეწოდათ სახელმწიფო რეგულაციები და ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია რომ გამკაცრებულია კონტროლი და დაწყებულია მკაცრი მონიტორინგი," - აცხადებს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით კი, მათ ბიზნესასოციაციებს აუხსნეს, რომ  ვირუსის პრევენციის მიზნით, მათთვის აღსრულების მექანიზმი მომდევნო დღეებში მეტად გამკაცრებული იქნება. 

"ჩვენ ავუხსენით ასოციაციებს, რომ კონტროლი და აღსრულების მექანიზმი მომდევნო დღეებში მეტად გამკაცრებული იქნება იმისათვის, რომ განხორციელდეს ვირუსის პრევენცია და ამით ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ მდგრადობას ბიზნეს სექტორისთვის," - აღნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

დღის ამბები