17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ბოსტნეულის დარიგება და უფასო სამედიცინო კვლევები - საიამ წინასაარჩევნოდ შესაძლო დარღვევების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

მასში მოცემულია ანალიზი დარღვევებზე ან ისეთ ქმედებებზე, რომელიც შესაძლოა არ იყოს კანონდარღვევა, მაგრამ იყოს ცუდი პრაქტიკა. სადამკვირვებლო მისია ცხრა რეგიონს აერთიანებს.

საიას დამკვირვებლებმა დარღვევები,როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან დააფიქსირეს.

ანგარიშის მიხედვით, წელსაც დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, მაგალითად "ლელოსა" და "პატრიოტთა ალიანსის" მიერ.

ასევე, საიასთვის ცნობილი გახდა ძალადობრივი ქმედების და არჩევნების წინა პერიოდში დაძაბული გარემოს შექმნის ფაქტები, როდესაც "ლელოსა" და პარტიას "მოძრაობა ხალხისთვის" არ მიეცათ არჩევნების წინა აქტივობების გამართვის საშუალება.

"ჩვენ აქ გამოვყავით 5 შემთხვევა ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში. პირველი ორი უკავშირდება "ლელოს" - ერთი ეს არის ჰუმანიტარული დახმარებების ნაწილში, მეორე კი დევნილთა დახმარება. ორი შემთხვევა უკავშირდება "ქართულ ოცნებას" - ერთი ეს არის უფასო სამედიცინო აქცია სენაკში, რომელიც 2 ივნისს გაიმართა, 5 აგვისტოს კი ბოსტნეულის უფასოდ დარიგებას უკავშირდება. მეხუთე შემთხვევა კი "პატრიოტთა ალიანსს" უკავშირდება, ეს დაკავშირებულია ბათუმის თეატრის თანამშრომლებისთვის სურსათის დარიგებასთან,"- აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე.

დღის ამბები