"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ტურისტული სექტორისთვის შეთავაზებულ საბანკო პროცენტების სუფსიდირების პროცესში კორუფციულ სქემაზე საუბრობს.
პოლიტიკოსის ინფორმაციით, 4000 განცხადებიდან ხელისუფლებამ მხოლოდ 900-მდე განაცხადი დააკმაყოფილა, ხოლო სახელმწიფო დახმარებით მოსარგებლე კომპანიების ნაწილი ამჟამად "ქართული ოცნებისთვის" მსხვილი თანხების შემომწირველია.
"ფული, რომელიც იმ პროცენტის დასაფარად უნდა წასულიყო, რომელსაც სასტუმროები ვერ იხდიან, სხვა კომპანიებში წავიდა, მაგალითად სასტუმრო "ყვარლის ედემმა" 235 000 ლარი უკვე შესწირა "ქართულ ოცნებას", "სევსამორამ" კი 317 000 ლარი. ბიუჯეტის ფული მიდის მათ პარტიაში, შემდეგ ამ ფულის ნაწილს თავად იტოვებენ და ბოლოს კი აღნიშნულ თანხას "ქართული ოცნების" საარჩევნო ფონდში აბრუნებენ,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.