17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე - პრემიერ-მინისტრი

გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ქვეყნის პრიორიტეტი ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენაა, ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის უმთავრესია ელემენტარული წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა.

"დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად ისე, რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. რას ნიშნავს ეს - მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე და ეს მარტივი წესებია: პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები